კალათა
0 პოზიციის
Cart

ჩვენ შესახებ

ASP – Georgia ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიო ბაზარზე აღიარებულ იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომლებიც აღიარებულები არიან ლიდერებად საავტომობილო ორიგინალი პროდუქციის წარმოების სფეროში.

კომპანია ASP-Georgia ყოველწლიურად ზრუნავს განვითარებაზე, იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე, ასევე, კომპანია ადევნებს თვალყურს კლიენტურის მზარდ მოთხოვნილებებს, ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ამყარებს ახალ კავშირებს და სიახლეებით უზრუნველყოფს მომსახურების სერვისის სრულყოფას.

ავტობიზნესის სამყაროში კომპანია აღიარებულია სანდო პარტნიორად. კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით,კომპანიამ წლების მანძილზე მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა და კვლავ ბევრ სიახლეს ჰპირდება მათ.

მწარმოებლებთან პირდაპირი კავშირით, საშუალება გვეძლევა მუდმივად ვიყოთ პროდუქციის მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასების გარანტი . საქართველოს ბაზარზე კომპანია ASP-Georgia წარმოადგენს ისეთ სავაჭრო მარკებს, როგორებიცაა: MEYLE, DAYCO, OPTIMAL, MONROE, KSD, LPR, NISSENS, ASHIKA, FREMAX, JANMOR, MAGNETI MARELLI და სხვ.

კომპანიაში აინტერესებთ, იზიარებენ და ითვალისწინებენ მომხმარებლის აზრს, რომელიც მათ საკუთარ ავტომობილს ანდობს. ხარისხი - ჩვენი წარმატების საწინდარია, აქ ავტომობილის ენაზე საუბრობენ!

© 2017 ASP