კალათა
0 პოზიციის
Cart

მომხმარებლებს

საიტის შესახებ

თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიები გაცილებით ამარტივებენ თქვენთვის საჭირო ავტონაწილების შეძენის პროცესს. თქვენ აღარ მოგიწევთ დროისა და ენერგიის დახარჯვა სხვადასხვა ავტონაწილების მაღაზიებში ვიზიტებზე, თქვენ შეძლებთ სასრუველი ავტონაწილი შეუკვეთოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით და უმოკლეს დროში მიიღოთ ის.

გთავაზობთ ავტონაწილებისა და ავტომობილის აქსესუარების ფართო ასორტიმენტს მისაღებ ფასებში.

ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებელზე და შესაბამისად ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მათ რაც გამოიხატება ავტონაწილებისა ძიების მაქსიმალურად გამარტივებაში .

გთავაზობთ ძიების სამ ფორმას: ძიება არტიკლით - ავტონაწილის კოდის მიხედვით, ძიება მანქანის VIN code ის მიხედვით და ასევე ძიება კატალოგის მიხედვით.  იმ შემთხვევაში თუ ძიების პროცესში წააწყდებით  გარკვეულ სირთულეებს, მაგალითად ვერ შეძლებთ საჭირო ნაწილის მოძებნას ან გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება თქვენ დაგეხმარებიან ჩვენი ექსპერტები.

 

 

ავტონაწილების ძიება არტიკლით

ავტომობილების მწარმოებლები მათ მიერ წარმოებულ და შემდგომ გაყიდვაში გაშვებულ ავტონაწილებს ანიჭებენ  უნიკალურ კოდს.  იმ შემთხვევაში,  თუ თქვენთვის ცნობილია ავტომობილის ნაწილის კოდი შეძლებთ განახორციელოთ ძიება კოდის მითითებით  ძიების ფანჯარაში. თუ თქვენთვის არ არის ცნობილი ავტონაწილის კოდი , საჭირო ნაწილის მოსაძებნად ისარგებლეთ ავტონაწილის ძიებით VIN code - ის მიხედვით ან ავტონაწილის ძიებით კატალოგის მიხედვით.

 

ავტონაწილის ძიება VIN code - ის მიხედვით

Vehicle Identification Number - სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი.  აღნიშნული 17 ნიშნა ნომერი  წარმოადგენს  ციფრებისა და ასოების კომბინაციას. VIN code  შეიცავს ინფორმაციას თქვენი ავტომობილის შესახებ დაწყებული ავტომობილის ფერიდან , დამთავრებული ძრავის სიმძლავრითა და ავტომობილის გამოშვების თარიღით. VIN კოდი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ავტონაწილები კონკრეტულად თქვენი ავტომობილისთვის.  

მწარმოებელ - ქარხანას მუდმივათ შეაქვს გარკვეული ცვლილებები ავტომობილის  კონსტრუქციაში მისი გაუმჯობესების მიზნით, ამიტომ სავსებით შესაძლებელია , რომ ავტომობილის ერთიდაიგივე ორ მოდელს შორის , რომლებიც სხვადასხვა დროსაა გამოშვებული იყოს ძალიან დიდი განსხვავება , რაც ძირითადად კონსტრუქციას შეეხება. შესაბამისად მომხმარებელმა  უნდა იცოდეს მანქანის გამოშვების ზუსტი თარიღი, რის საშუალებასაც იძლევა VIN code.

მსუბუქი ავტომობილების უმრავლესობაში VIN code  განლაგებულია კაპოტის ქვევით  მდებარე მეტალის ფირფიტაზე .

 

ავტონაწილის ძიება კატალოგის მიხედვით

იმ შემთხვევაში თუკი თქვენ ვერ მოახერხებთ თქვენთვის სასურველი ავონაწილის მოძიებას ავტონაწილის კოდის ან VIN code ის მეშვეობით  ალტერნატიული გზა არის ძიება კატალოგის მიხედვით.  აღნიშნული მეთოდით ძიება უნდა განახორციელოთ შემდეგნაირად: პირველ რიგში  უნდა აირჩიოთ თქვენი ავტომობილის ბრენდი , ამის შემდგენ აირჩევთ ავტომობილის გამოშვების თარიღს და თქვენი ავტომობილის მოდელს. შემდგომ უნდა  აირჩიოთ ავტომობილის მოდიფიკაცია ,ძირითადად გადაცემათა კოლოფისა და ძრავის მოცულობის მიხედვით. აღნიშნული ქმედებების შემდეგ  ავტომობილის ნაწილების მოცემული ჩამონათვალიდან აირჩევთ თქვენთვის საჭირო ავტონაწილს .

ავტონაწილის შეკვეთა

საიტზე ავტონაწილების შეკვეთისთვის, პირველ რიგში საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია  შემდგომ თქვენს მიერ არჩეული ავტონაწილები ან აქსესუარები უნდა მოათავსოთ  მომხმარებლის კალათაში და განახორციელოთ გადახდა.

გთავაზობთ გადახის სამ გზას

•        გადახდა პლასტიკური ბარათის მეშვეობით

•        გადახდა ტერმინალის მეშვეობით

•        გადახდა ASP - Georgia საბანკო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვით

 

შეძენილი საქონლის მიღება

თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებთ www.asp.ge -ს მაღაზიაში , ასევე  შეძლებთ მიიღოთ თქვენი შენაძენი ფოსტით( თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე).  გთავაზობთ შეძენილი ავტონაწილის მიღებას და ასევე დამონტაჟებას ASP – Georgia  სახელოსნოებში.  

 

© 2017 ASP