კალათა
0 პოზიციის
Cart

მომწოდებლები

MEYLE- არის მაღალი ხარისხის დეტალების მწარმოებელი გერმანული კომპანია, რომლის ასორტიმენტი მოიცავს 17 500 სახეობას, რომელიც წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეანაში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ დეტალებს, რომლებიც განიცდიან ძლიერ ცვეთას ექსპლუატაციის პროცესში და ყველაზე ხშირად საჭიროებენ შეცვლას. კომპანია საკუთარი საწარმოო საშუალებებით და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით აუმჯობესებს ადილად ცვეთადი ნაწილების ხარისხს. აღნიშნულ დეტალებს კომპანია აწარმოებს სავაჭრო მარკით MEYLE HD, რომელიც მიუთითებს ნაწილის გაზრდილ სამუშაო რესურსზე. ტექნიკური დათვალიერების ცენტრებიდან და ბაზრის კვლევიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ჰამბურგში მდებარე კომპანიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, დგინდება MEYLE HD-ს სავაჭრო მარკით გამოსაშვები დეტალების სახეობები.
კომპანიის ვებ გვერდი : MEYLE
Dayco ლიდერი კომპანიაა ორიგინალი ღვედების წარმოების სფეროში. Dayco-ს წარმოებული პროდუქცია მოიცავს ავტომობილის ღვედებს, კბილანა ღვედებს, დამხმარე ამძრავ ღვედებს და ღვედებს მძიმე სამუშაო პირობებისთვის. .

Dayco-ს ღვედებით ქარხნის კონვეიერიდანვე არიან დაკომპლექტებულნი ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდები, როგორებიც არიან: AUDI, ALFAROMEO, BMW, FIAT, FERRARI, JAGUAR, MERCEDES, MAN, PORSCHE, SUZUKI, VOLVO, VW და სხვა. Dayco-ს წარმოებული პროდუქცია გამოიყენება მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო, სამრეწველო და სამეურნეო დანიშნულების მქონე ავტომობილებში. კომპანია აწარმოებს პრემიუმ სეგმენტის პროდუქციას, რომელზეც ყალიბდება სტანდარტები და რომელსაც ენდობიან მწარმოებლები. ეს არის ღვედები, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის ხარისხს.

Dayco საავტომობილო ბაზარზე აღიარებულია როგორც ინოვაციური მწარმოებელი, რომელიც აგრძელებს იგივე მიზნით მუშაობას რომელიც ჰქონდა 100 წლის წინ: ასორტიმენტის გაფართოება, მომხმარებლების მოთხოვნების დააკმაყოფილება თანამედროვე ხარისხიანი პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება მოკლევადიან დროში.

კომპანიის ვებ გვერდი : DAYCO
Nissens-ს თითქმის 100 წლიანი გამოცდილება აქვს გაგრილების სისტემების ტექნოლოგიებში. კომპანია კლიენტებს სთავაზობს რადიატორების ყველაზე ფართო ასორტიმენტს, სპეციალიზირდება ძრავის გაგრილების რადიატორების წარმოებაზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისათვის, ავტობუსებისთვის, სამშენებლო ტექნიკისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
Nissens–ის არის მწარმოებელი არა მხოლოდ გაგრილების, არამედ გათბობის სისტემების პროდუქციისაც, რომელსაც ანიჭებენ უპირატესობას. Nissens–ის პროდუქციის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს კომპანიის კონკურენტუნარიანობას რის გამოც რჩება ლიდერად წარმოებული პროდუქციის სფეროში. Nissens-ი გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც სერთიფიცირებულია ISO 9001/TS 16949 და ISO 14001O სტანდარტის მიხედვით.
Nissens–ი აწარმოებს რადიატორებს სხვადასხვა მოთხოვნების მქონე მომხმარებლებისათვის. პროდუქცია მთლიანად შეესაბამება დიზაინისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების სტანდარტს OES/OEM რის გამოც არის ექსკლუზიური მიმწოდებელი მრავალი მარკის ავტომობილის მწარმოებლებისთვის.

Nissens–ს აქვს გაგრილება, რომელსაც ირჩევენ პროფესიონალები!

კომპანიის ვებ გვერდი : NISSENS
Tenneco - საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მთავარ სავაჭრო ნიშანს წარმოადგენენ ბრენდები Monroe და Walker–ი. კომპანია Tenneco–ს ბერნდი Monroe აწარმოებს საქვეყნოდ ცნობილ და აღიარებულ ამორტიზატორებს. კომპანიას არსებობის და განვითარების მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც 1916 წლიდან იწყება. Monroe–ს პროდუქციის ასორტიმენტში შედის არა მხოლოდ ამორტიზატორების, არამედ დაკიდების სისიტემა. Monroe ორიგინალი პროდუქცის მიმწოდებელია შემდეგი მსხვილი ავტომწარმოებლებისთვის:General Motors, Volkswagen Group, Ford Motor Co., Daimler AG, Renault.

Monroe იყო პირველი კომპანია რომელმაც ბაზარს შესთავაზა ცალმხრივი მოქმედების ჰიდრავლიკური ამორტიზატორები. დროთა განმავლობაში ამ პროდუქციამ ასპარეზი დაუთმო ჰიდრავლიკურ ორმაგ მოქმედებიან ამორტიზატორებს, რომელმაც დიდი პოპულარობა ჰპოვა. Monroe გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტებს როგორც ავტომწარმოებლებს, ასევე მეორადი ბაზრის მომხმარებლებს, რაც Monroe–ს ხდის ლიდერს ამორტიზატორების და დაკიდების სისტემების წარმოების სფეროში.
კომპანიაში თვლიან, რომ პროდუქციის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს კომპანიის გაფართოებას, გაყიდვებს ზრდას, ცნობადობის გაზრდას და საბოლოოდ წარმატების მიღწევას!

კომპანიის ვებ გვერდი : MONROE
OPTIMAL AG & Co. KG 1992 წლიდან აწარმოებს ავტომობილის საკისრებს, სამუხრუჭე ხუნდებს, წევებს, სფერულ სახსრებს და სხვა ავტოსათადარიგო ნაწილებს. კომპანიის ზრდა და წარმატება მოპოვებული იქნა მომხმარებლების ნდობის შედეგად. კომპანია ფოკუსირებულია კლიენტებთან ინტენსიურ კომუნიკაციასა და მუშაობაზე. წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები კლიენტების კმაყოფილების გასაღებია. მაღალი ხარისხი კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს. კომპანია გვთავაზობს პირველი კლასის სავალ ნაწილებს. უმაღლესი ხარისხის, სრული სერვისის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და აღიარების გარდა წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ და ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომლებიდანაც აღსანიშნავია GVO №. 1400/2002, TS 16949 , QS 9000, VDA 6.1 , ISO 9001:2008.
.
კომპანიის ვებ გვერდი : OPTIMAL
Magneti Marelli არის საავტომობილო სფეროში ავტონაწილების,ტექნიკური სერვის მომსახურების დანადგარებისა და ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანია. კომპანია წარმოდგენილია ყველა კონტინენტზე, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს იტალიაში.
Magneti Marelli-ს პროდუქციის ასორიმენტი მოიცავს 30 000 სახეობას. გარდა ფართო სასაქონლო ასორტიმენტისა, კომპანია ინტენსიურად ატარებს სემინარებს საავტომობილო სფეროს წარმომადგენლებისათვის.
განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამოირჩევა Magneti Marelli-ს წარმოებული ნათურები, აკუმულატორები და სხვადასხვა ელექტრონული მოდულები. პროდუქციის მაღალი სამუშაო ხარისხი და ხანგრძლივი რესურსი უზრუნველყოფს Magneti Marelli-ს მაღალ ცნობადობას ავტომოყვარულებში.

კომპანიის ვებ გვერდი : Magneti Marelli
კომპანია „Japanparts srl“ დაასრდა 1988 წელს. 25 წელზე მეტია კომპანია არის ავტოსათადარიგო ნაწილების წამყვანი მიმწოდებელი იაპონური, კორეული და ამერიკული ავტომობილებისათვის. კომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ვერონაში. კომპანია ყოველთვიურად ახდენს ასორტიმენტის განახლებას ახალი ავტომობილებისათვის.
ასორტიმენტი მოიცავს 23 ათასზე მეტ პოზიციას და დაყოფილია შემდეგ სასაქონლო ჯგუფებად:
ჰაერის, ზეთის, საწვავის, და სალონის ფილტრები;
გადაბმულობის ქუროს კომპლექტები და ნაწილები;
ღვედები, დისკები, დოლურები და საფენები სამუხრუჭე სისტემისათვის;
გამანაწილებელი, ტრაპეციული და კბილანა ღვედები;
ელექტროაღჭურვილობა: სტარტერები, გენერატორები, საწვავის ტუმბოები, ელ. გაყვანილობის მავრთულები, ანთების სანთლები, ჯვარები და სხვადასხვა კომპლექტები;
ამორტიზატორები;
საჭის მართვის და დაკიდების სისტემის ნაწილები;
ძრავის ნაწილები;
ჰიდრავლიკა ;
წყლის პომპები ;
თერმოსტატები ;
მინის საწმენდი ჩოთქები;
ანთების და შეთბობის სანთლები ;
რეზინის დეტალები;
რადიატორები.

კომპანიის ვებ გვერდი : Japanparts (ashika)
კომპანია JANMOR-ი არის ავტომობილების მაღალი ძაბვის სისტემების მწარმოებელი კომპანია. კომპანია დაარსდა 1987 წელს და მას შემდეგ გახდა ანთების სადენების წამყვანი მწარმოებელი სხვადასხვა მანქანის მოდელებისათვის. მაღალი ხარისხის ანთების სადენების წარმოება და რეალიზაცია კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. JANMOR-ი მუდმივად ზრდის პროდუქციის ასორტიმენტს და აუმჯობესებს მათ ხარისხს.
კომპანია JANMOR ცნობილია როგორც პოლონეთში ასევე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. JANMOR-ის ლოგოტიპი ბევრ ქვეყანაში მიჩნეულია ხარისხის ნიშნად და აღიქმება მის სინონიმად. როგორც წამყვანი მწარმოებელი, კომპანია მუდმივად აფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს და აუმჯობებსებს ხარისხს. წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს ასევე მოწმობს მიღებული ISO 9001:2008 სერთიფიკატი.
დღესდღეობით კომპანია გთავაზობთ ყველა შესაძლო კონფიგურაციის სადენებს. ყოველწლიურად JANMOR აწარმოებს სადენების 1 500 000-ზე მეტ კომპლექტს. JANMOR-ს პროდუქციის ასორტიმენტში შედის 800 სახეობაზე მეტი მაღალი ძაბვის კაბელი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპულ, იაპონურ, კორეულ და ამერიკულ ავტომობილებს. JANMOR-ს პროდუქცია მთლიანად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და აწვდის ხარისხიან პროდუქციას ავტომწარმოებელ ბრედებს.
.
კომპანიის ვებ გვერდი : JANMOR
კომპანია Dello 1898 წელს დაარსდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. 116 წლის მანძილზე კომპანია გახდა ავტოსათადარიგო ნაწილების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი. გერმანიის მთელს ტერიტორიაზე Dello ფლობს Opel, Toyota, Lexus, Citroen, Chevrolet, Cadillac, Corvette, Honda, Ford-ის 35 ფილიალს და 40 ოფიციალურ დილერს სხვადასხვა ქვეყნებში.
დღესდღეობით კომპანია Dello არის General Motors-ის ოფიციალური და უმსხვილესი წარმომადგენელი გერმანიაში. Dello AutoMega-ს სავაჭრო მარკით ავტომობილებისთვის აწარმოებს შემდეგი სახის ავტონაწილებს: სტრატერებს, გენერატორებს, წყლის ტუმბოებს, საჭის მართვის მექანიზმის ნაწილებს, ძრავის ნაწილებს, გამანაწილებლებს, გამოსაბოლქვ სისტემებს და სხვა. ასორტიმენტში ასევე წარმოდგენილია General Motors-ის ორიგინალი პროდუქცია: ავტოსათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალები და ძრავის ზეთები. AutoMega-ს მარკა გთავაზობთ პრემიუმ კლასის ძრავის ზეთებს.

კომპანიის ვებ გვერდი : Dello
კომპანია ALCO დაარსდა 1973 წელს და მას შემდეგ აწარმოებს ფილტრებს მსუბუქი, სატვირთო ავტომობილებისთვის და ნებისმიერი ტექნიკისათვის. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ჰაერის, ზეთის, საწვავის, ჰიდრავლიკურ და სალონის ფილტრებს რომლებიც შეადგენს 3000 დასახელებას. კომპანია ყოველწლიურად ზრდის და ანახლებს ასორტიმენტს.

ALCO გახდა სანდო მწარმოებელი ევროპის, აფრიკის და აღმოსავლეთის 55-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროდუქციის სწრაფი და ეფექტური მიწოდების უზრუნველსაყოფად ასევე ფლობს 4 უმსხვილეს ობიექტს დიდ ბრიტანეთში, გემანიაში, საბერძნეთში და კიპრზე.

მიუხედავად კომპანიის სწრაფად ზრდისა, ძირითადი მიზანი რჩება უცვლელი: კლიენტების უზრუნველყოფა ხარისხიანი ფილტრებითა და მომსახურებით, რაც მომავალში კომპანიის სწრაფი ზრდის გარანტი იქნება.

კომპანიის ვებ გვერდი : Alco
1952 წელს პიედრო არიჩის მიერ შეიქმნა კომპანია, რომელმაც დაიწყო ჰიდრავლიკური ცილინდრების წარმოება. 1977 წელს ორგანიზაციამ მოახდინა რეორგანიზაცია, შეცვალა სტრატეგია და დაიწყო სამუხრუჭე და გადაბმულობის ჰიდრავლიკური ცილინდრების წარმოება არა მხოლოდ ავტომწარმოებლებისათვის არამედ ავტონაწილების ბაზრისათვის. 100 მლნ დოლარზე მეტი იქნა ინვესტირებული კომპანიის წარმოების განვითარებისათვის. დღესდღეობით კომპანიას გააჩნია იტალიაში 65 000 კვ.მ საკუთარი დიზაინის 4 ქარხანა და ჰყავს 700 თანამშრომელი. კომპანიის განვითარების შედეგად წარმოების შეცვლილი პროფილით დაარსდა LPR s.r.l. სიახლეს წარმოადგენდა ჰიდრავლიკური ცილინდრების მუფტების წარმოება ავტონაწილების ბაზრისთვის. დღესდღეობით LPR-ი არის ლიდერი როგორც ჰიდრავლიკური ცილინდრების, ასევე სამუხრუჭე სისტემის ნაწილების წარმოების სფეროში. LPR-ის პროდუქცია არის მაღალი ხარისხის რომელიც დასტურდება შემდეგი სერთიფიკატებით: ISO TS 16949:2009; ISO 9001:2008; Ferrari authorized supplier; IDIADA quality homologation.

კომპანიის ვებ გვერდი : LPR
Foton–ი საქართველოშია!
Foton-ი ჩინეთში უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც აქვს ავტომობილების, სპეც–დანიშნულების და სოფლის მეურნეობის ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი. Foton-ი 5 წლის განვალობაში გახდა უმსხვილესი საბაზრო წილის მფლობელი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების სფეროში და ათი წლის განმავლობაში იყო ასევე უმსხვილესი საბაზრო წილის მფლობელი მსუბუქი–სატვირთო ავტომობილების წარმოების სფეროში. ჩინეთის ავტოინდუსტრიაში Foton–მა 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი დაამყარა, გამოუშვა და რეალიზაცია გაუკეთა 5,000,000 სატრანსპორტო საშუალებას. 2012 წელს კომპანია Foton–მა დაიმლერთან ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო Beijing Foton Daimler Automotive რომლის შემდეგაც დაიწყეს ერთობლივად ავტომობილების გამოშვება. ჩინეთის საზღვრებს გარეთ Foton-ის ტექნიკას აწარმოებენ მრავალ ქვეყანაში. რუსეთსა და უკრაინაში ავტომობილების წარმოების და ექსპლუატაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. Foton-ის ავტომობილები რამდენიმე წელია წარმოდგენილია აზერბაიჯანშიც და 2013 წლიდან Foton–ი ხდება ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. საქართველოში Foton-ს კომპანია ASP-Georgia წარმოადგენს. ASP-Georgia უზრუნველყოფს 1 წლიან გარანტიას და მომსახურების სრულ სერვისს, ასევე სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას საგარანტიო ვადის შემდგომ პერიოდში. დღეს წარმოდგენილი მოდელების გარდა შესაძლებელია, კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებული ავტომობილების და სხვადასხვა ტექნიკის ჩამოყვანა. არსებული მოდელების ნახვა შესაძლებელია თბილისში, გახოკიძის ქ #4-ში, Foton-ის ავტოსალონში. ტელ: 2 102 201

კომპანიის ვებ გვერდი : FOTON
AURADIA company - გერმანული კომპანიაა რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია რადიატორების წარმოებაში.
AURADIA დაფუძნდა 1990 წელს.
მიწოდების პროგრამა შეიცავს რადიატორებს - გამათბობლებს - ზეთის საცივრებს - ჰაერის კონდიციონერების ნაწილებს - ისეთებს როგორიცაა კონდენსატორები, საფართოვებელი სარქველები, კომპრესორები - საშრობელები - შუალედური საცივრები - საორთქლებლები - ვენტილატორის ჩამრთველი ქურო და ჰაერსაბერი.
ჩამოთვლილთაგან ყველაფერი მიწოდებულ იქნება უმაღლესი ხარისხის მოწყობილობის სახით.
AURADIA-ს შეუძლია სრული ასორტიმენტის მიწოდება ALFA-დან დაწყებული VOLVO-ს ჩათვლით.
AURADIA - ს პროდუქციის ასორტიმენტი მუდმივად იზრდება და ფართოვდება.
ახალ ცენტრალურ საწარმოში, ბერლინში, 6.000 კვ. მ ფართობზე ჩვენ გვაქვს დაახლოებით 25.000 ტიპის მოწყობილობა, რომელიც შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენს აგენტებს და კლიეტებს “ზუსტად დროზე”.
AURADIA ყოველწლიურად აწვდის რადიატორებს და კონდიციონერების ნაწილებს დაახლოებით 170.000 ერთელულს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.
AURADIA-ს აგენტებს თქვენ შეხვდებით გერმანიაში, ევროპაში, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც აშშ-ში და სამხრეთ ამერიკაში.
კომპანიის ვებ გვერდი : AURADIA
1986- Jofund S.A. იწყებს საქმიანობას ქალაქ Joinville-ში რკინის ჩამომსხმელი მომსახურების გაწევით სამრეწველო ბაზარზე outsourcing-ის მეშვეობით.
1990 წლიდან კომპანია შიდა ბაზრისთვის იწყებს სამუხრუჭე დისკების და დოლურების წარმოებას და ქმნის ბრენდს Fremax-ს.
დღესდღეობით Fremax-ი არის ლიდერი მწარმოებელი და პრემიუმ ბრენდი სამხრეთ ამერიკის ბაზარზე, რომლის პროდუქცია იწარმოება თანამედროვე დანადგარებით და პასუხობს ავტომწარმოებლების მოთხოვნებს.

კომპანიის ვებ გვერდი : FREMAX
კომპანია MOTOR GOLD-ი 50 წელზე მეტია აწარმოებს საავტომობილო ზეთებს და წარმოადგენს ლიდერ მწარმოებელს მის რეგიონში. MOTOR GOLD-ის ზეთები არის მაღალი ხარისხის, რომელიც ცნობილია გერმანიაში, ევროპის და აზიის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოს 33 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ MOTOR GOLD-ის პროდუქცია იწარმოება, გერმანიის ქალაქ უეტზე-ში (Uetze) არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაში. პროდუქცია იწარმოება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან, რომლის მაღალ ხარისხს ადასტურებს მიღებული საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001. MOTOR GOLD-ის ზეთები გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების მიერ, როგორებიც არიან:- Mercedes-Benz, BMW, Volkswagen, GM, Ford, Porsche, Renault, Yamaha, Volvo, MAN და
სხვა.
MOTOR GOLD-ი გთავაზობთ შემდეგი სახის ზეთებს: Longlife III, Hightec, Forline, Mid Saps, Supertec, Ecotec, Lightrun 2000, Lighttec, Performance Truck, Turbotec, Super Tractor Universaloel STOU, Twotec Speed, Marinetec OMC, Twotec Universal, Fluitec ATF 3000, Multipurpose Geartec GL 4, Multigrade Hypoid Geartec GL 5, Hydraulikoel HVLP and HLP.

კომპანიის ვებ გვერდი : MOTOR GOLD
© 2017 ASP